ისანი

პროექტის შესახებ

ახალი მულტიფუნქციური უბანი თბილისში ,,ისანი პარკი” თეთრი კვადრატისგან. 

 

თეთრი კვადრატის კიდევ ერთი ახალი მასშტაბური პროექტი ისანში, ნავთლუღის ქუჩაზე შენდება 

 

„ისანი პარკი“- თანამედროვე ცხოვრებაზე მორგებული, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით აღჭურვილი, მულტიფუნქციური უბანია. აქ ყველა დეტალი გათვლილია მათზე, ვისაც სურს ერთ უბანში სრულყოფილი საცხოვრებელი პირობების შექმნა. 

პროექტი 5 საცხოვრებელ სახლს მოიცავს, სადაც გათვალისწინებულია:  საბავშვო ბაღი, სკოლა, გამწვანებული პარკები, კომერციული და საოფისე სივრცეები, 1ჰექტარი რეკრეაციული ზონა, ღია და დახურული ავტოსადგომები; სათამაშო და სპორტული მოედნები და სხვა მობინადრეების საჭიროებაზე მორგებული  ობიექტები. 

 

გასათვალისწინებელია, რომ პროექტის ხელსაყრელი მდებარეობიდან გამომდინარე თბილისის ნებისმიერ წერტილში მოხვედრა ძალიან მარტივია.

საცხოვრებელი უბნის კონცეფცია მთლიანად მომავალი მობინადრეების საჭიროებებზეა მორგებული და საინტერესოა მათთვის, ვინც ბინის შეძენას საცხოვრებლად, გასაქირავებლად თუ საინვესტიციოდ გეგმავს. 

 

„ისანი პარკი“- შენი უბანი სრულყოფილი ცხოვრებისთვის.

 

 

 

მისამართი: ისანი, ნავთლუღის ქ 8

პროექტის უპირატესობები

პროექტი იქნება ენერგოეფექტური, ადაპტირებული და აღჭურვილი სახანძრო სისტემებით. იგი ასევე აღიჭურვება გენერატორით, რომელიც უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების სისტემების, ლიფტების, პარკინგის, კორიდორების, საზოგადოებრივი სივრცის და შიდა ეზოს საევაკუაციო და ავარიულ განათებას

,,ისანი პარკი” წარმოადგენს დეველოპერული კომპანია ,,თეთრი კვადრატის”  და სამშენებლო კომპანიების  ,,ბიქეი ქონსთრაქშენისა” და ,,ანაგის” პარტნიორულ პროექტს

 

ზარის შეკვეთა